ავტორიზაცია

საკი ლეაუზე: "მაღიზიანებს, რომ ის ასე იშვიათად აჩვენებს მთელ თავის ნიჭს"

საკი ლეაუზე: "მაღიზიანებს, რომ ის ასე იშვიათად აჩვენებს მთელ თავის ნიჭს"
თარიღი 08 Nov 2023, 17:23
იტალიელმა "მილანმა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში "პსჟ" 2:1 დაამარცხა.

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა რაფა ლეაუმ, რომელმაც მასპინძელთა რიგებში პირველი გოლი გაიტანა. 

კლუბის ყოფილმა მთავარმა მწვთნელმა არიგო საკიმ პირტუგალიელი შეაქო, მაგრამ ამავე დროს გააკრიტიკა.

"აუცილებლად უნდა გამოვყოთ ლეაუს შესანიშნავი თამაში. მაღიზიანებს, რომ ის ასე იშვიათად აჩვენებს მთელ თავის ნიჭს. 

მაგრამ ამჯერად მან რამდენიმე შესანიშნავი გარღვევა განახორციელა და თანაგუნდელები თავისი ენერგიით დამუხტა“, - ციტირებს საკის სიტყვებს pianetamilan.it.