ავტორიზაცია

VIDEO: რეალმა ბრაგა გააანადგურა და ჯგუფიდან გასვლა ოფიციალურად გაინაღდა

თარიღი 09 Nov 2023, 01:53
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში „რეალმა“ შინ „ბრაგა“ გაანადგურა.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული შეხვედრა 3:0 დასრულდა.

გოლები ბრაჰიმ დიასმა (27), ვინისიუსმა (58) და როდრიგომ (61) გაიტანეს.

ამ გამარჯვებით „რეალმა" 12 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გასვლა ოფიციალურად გაინაღდა, ჯგუფში მეორე ადგილზე „ნაპოლია“ შვიდი ქულით.