VIDEO: 10-კაციანი მანჩესტერი, ორი ქამბექი და ტენ ჰაგის მორიგი კრახი - იუნაიტედმა კოპენჰაგენთან გოლების წვიმაში წააგო
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში „მან იუნაიტედი“ სტუმრად „კოპენჰაგენთან“ დამარცხდა.
ერიკ ტენ ჰაგის გუნდი 42-ე წუთისთვის ჰოილუნდის დუბლით 2:0-ს იგებდა, თუმცა შემდეგ მარკუს რაშფორდი უხეშობისთვის გააძევეს და „კოპენჰაგენმა“ რიცხობრივი უპირატესობა საუკეთესოდ გამოიყენა.
მასპინძლებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა 69-ზე ბრუნო ფერნანდეშმა „იუნაიტედი“ კვლავ წინ გაიყვანა.
მიუხედავად ამისა, „კოპენჰაგენმა“ ქამბექი კიდევ ერთხელ შეასრულა, 83-ზე და 87-ზე ორი გოლი გაიტანა და ეს ძალიან დაძაბული მატჩი მოიგო.
„კოპენჰაგენმა“ 4 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, „იუნაიტედი“ კი 3 ქულით ჯგუფში ბოლოა.