ავტორიზაცია

ფირმინო: "მანე და სალაჰი საუკეთესო მეგობრები არასდროს არ ყოფილან, მე ხომ მოედანს მიღმაც ვხედავდი"

ფირმინო: "მანე და სალაჰი საუკეთესო მეგობრები არასდროს არ ყოფილან, მე ხომ მოედანს მიღმაც ვხედავდი"
თარიღი 10 Nov 2023, 00:06
რობერტო ფირმინომ მოჰამედ სალაჰის და სადიო მანეს ურთიერთობაზე ისაუბრა.

2019 წლის ბოლოს „ბარნლისთან“ მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, იმის გამო, რომ ეგვიპტელმა, სენეგალელის აზრით, საჭირო მომენტში მას პასი არ გაუკეთა.

„ბევრისთვის ეს უთანხმოება პირველი იყო, სხვებისთვის - პირველი და უკანასკნელი. მაგრმა მე ვიცოდი, რომ ეს ჯერ კიდევ წინა სეზონში მწიფდებოდა, 2018/19-ში. ჩემი ინსტინქტური რეაქცია და ვალი მდგომარეობდა იმაში, რომ ცეცხლს წყალი დავასხა და არა ბენზინი, ანუ გასახდელში ატმოსფერო განვმუხტო.

ამ ბიჭებს კარგად ვიცნობდი. შეიძლება, სხვებზე უკეთესადაც კი. მათ გვერდით მოედანზე ვიყავი, ვხედავდი მათ გამოხედვებს, სხეულის ენას, უკმაყოფილებას, ვხედავდი, როდის ბრაზდებოდა ერთი მეორეზე, ამ ყველაფერს ვგრძნობდი. მე დამაკავშირებელი ნაწილი ვიყავი შეტევის ხაზში და ასეთ დროს მეხანძრის როლსაც ვითავებდი.

ისინი საუკეთესო მეგობრები არასდროს არ ყოფილან, ორივე თავისთვის იყო. იშვიათობა იყო გენახა მათი საუბარი და არ ვარ დარწმუენბული, რომ ეს ეგვიპტეს და სენეგალის დაპირისპირებას გამოეწვია.

სამაგიეროდ, ისინი არ ანადგურებდნენ ურთიერთობას და არც საუბარი შეუწყვეტიათ მთლიანად. ისინი ყოველთვის მაქსიმალურად პროფესიონალურად მოქმედებდნენ.“, - აღნიშნა „ალ აჰლის“ ფორვარდმა.