ავტორიზაცია

არსენალის ახალი სატრანსფერო სამიზნე ცნობილია

არსენალის ახალი სატრანსფერო სამიზნე ცნობილია
თარიღი 10 ნოე 2023, 11:32
"ჟირონას" ესპანელი მცველმა მიგელ გუტიერესმა, შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგის ტოპ კლუბში გააგრძელოს. ამის შესახებ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

წყაროს ცნობით, ლონდონის "არსენალს" ფეხბურთელის დამატება სურს. "მეთოფეებმა" გაგზავნეს სკაუტები ესპანეთში გუტიერესის თამაშის დასაკვირვებლად.

22 წლის მცველს "ჟირონასთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მიგელ გუტიერესმა 11 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი საგოლე პასი გააკეთა.