ავტორიზაცია

სალაჰი პრემიერ ლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

სალაჰი პრემიერ ლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია
თარიღი 10 ნოე 2023, 16:20
"ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ოქტომბერში ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ამის შესახებ ინგლისის პრემიერ ლიგის პრესსამსახური იუწყება.

გასულ თვეში სალაჰმა პრემიერ ლიგაში სამი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ეგვიპტელმა შვიდი გოლი გაიტანა.

ამჟამად "ლივერპული" ინგლისის ჩემპიონატში 26 ქულით მესამე ადგილზეა. 

პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩს "ლივერპული" 12 ნოემბერს, "ბრენტფორდთან" გამართავს.