როდრიგომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა როდრიგომ "ვალენსიას" წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.
კარლო ანჩელოტის გუნდმა 5:1 გამარჯვება მოიპოვა, 22 წლის ბრაზილიელი კი ოთხ გოლში მიიღო მონაწილეობა - ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
კარლო ანჩელოტის გუნდმა 5:1 გამარჯვება მოიპოვა, 22 წლის ბრაზილიელი კი ოთხ გოლში მიიღო მონაწილეობა - ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
Opta-ს ცნობით, როდრიგო გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ თამაშში ოთხ გოლში მიიღო მონაწილეობა.