ავტორიზაცია

როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ დღევანდელ შეხვედრაში?

როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ დღევანდელ შეხვედრაში?
თარიღი 12 ნოე 2023, 17:30
იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ემპოლის" დაუპირისპიედა.

შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით (0:1) დასრულდა.

მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მოედანზე 54-ე წუთზე ელიფ ელმასის ნაცვლად შევიდა.

ქართველმა რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ყველა შემთხვევაში სტუმართა მეკარემ აჯობა.

ხვიჩა კვარაცხელიამ Sofscore-სგან 7.0 შეფასება დაიმსახურა.