ლევანდოვსკი იამალის დაუპირისპირდა: "პასი უნდა გააკეთო!"
ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონა" "ალავესს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
72-ე წუთზე, კატალონიელთა 16 წლის შემტევს იამალის რეალური მომენტი შეექმნა.
მან კარში დაარტყა და ვერ გაიტანა, თუმცა შეეძლო მარტო მყოფ ლევანდოვსკისთვის პასი მიეცა, რაზეც პოლონელი გაბრაზდა.
ლევანდოვსკიმ შუა თამაშის დროს მის თანაგუნდელს შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ პასი გაეკთებინა. იამალი პოლონელთან ახლოს მივიდა, თუმცა ლევანდოვსკიმ ის ხელით მოიშორა და ლაპარაკი არ ისურვა.