ავტორიზაცია

"ჩემი ფეხბურთელები ძალიან დაძაბულები არიან", - ხავი

"ჩემი ფეხბურთელები ძალიან დაძაბულები არიან", - ხავი
თარიღი 13 Nov 2023, 01:30
ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონა" "ალავესს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ კომენტარი კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ გააკეთა.

"ჩემი ფეხბურთელები ზედმეტად დაძაბულები არიან, ნერვიულობენ, სტრესის ქვეშ არიან და ამიტომ ბევრი რამ არ გამოდის.

პრესა ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს. იდგმევა არარეალური სცენება, იწერება უაზროდ ბევრი, რა ფეხბურელებს დისკომფორტს უქმნის.

ვიცით, რომ ადვილი პერიოდი არ გვიდგას და გვერდში დგომა ასეთ დროს უფრო გვჭირდება", - განაცხადა ხავიმ.