მოლაპარაკებები თანამდებობაზე დანიშვნამდე - თუ მხარეები შეთანხმდნენ ტუდორი ნაპოლის ოთხშაბათს ავარჯიშებს
როგორც უკვე ცნობილია "ნაპოლიდან" რუდი გარსიას წასვლა გადაწყვეტილია.
Calcaonapoli24-ის ინფომაციით, ფრანგმა სპეციალისტმა ნეაპოლი უკვე დატოვა და საფრანგეთში მიემგზავრება.
Calcaonapoli24-ის ინფომაციით, ფრანგმა სპეციალისტმა ნეაპოლი უკვე დატოვა და საფრანგეთში მიემგზავრება.
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფრანგი სპეციალისტის შემცვლელად ხორვატ მწვრთნელს იგორ ტუდორის განიხილავს.
ეს სპეციალისტი იტალიის მოქმედი ჩემპიონის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯერ კიდევ ლუჩიანო სპალეტის წასვლის შემდეგ განიხილებოდა, თუმცა მაშინ არჩევანი რუდი გარსიაზე გაკეთდა.
Sky Sport-ის ცნობით, "ნაპოლის" წარმომადგენლებსა და ტუდორის აგენტს შორის შეხვედრა დღეს უნდა მოხდეს.
იმ შემთხვევაში თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება, ხორვატი გუნდში პირველ ვარჯიშს ოთხშაბათს გამართავს.