ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი დაიღალა აგენტებით, რომლებიც კლუბს ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელებს სთავაზობენ

მანჩესტერ იუნაიტედი დაიღალა აგენტებით, რომლებიც კლუბს ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელებს სთავაზობენ
თარიღი 13 ნოე 2023, 19:28
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელები დაიღალენ აგენტებით, რომლებიც კლუბს ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელებს სთავაზობენ. ამის შესახებ ESPN-ი იუწყება.

თუმცა, "იუნაიტედის" ხელმძღვანელები ნიდერლანდელ სპეციალისტს მხარს უჭერენ და მის შეცვლაზე არ ფიქრობენ.

ამჟამად მანჩესტერ "იუნაიტედი" ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 21 ქულით მეექვსე ადგილზეა. 

ერიკ ტენ ჰაგის გუნდი მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს "ევერტონის" წინააღმდეგ გამართავს.