ნაპოლი ახალ მთავარ მწვრთნელს შეუთანხმდა?

ხორვატი სპეციალისტ იგორ ტუდორს, რომელიც ცნობილია "მარსელში" და "გალათასარაიში" მუშაობით, შეუძლია კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს. ამის შესახებ ინსაიდერი ჯანლუკა დი მარციომ იტყობინება.
ჟურნალისტის ინფორმაციით, 45 წლის მწვრთნელმა "ნაპოლისთან" წარმატებული მოლაპარაკებები გამართა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, 45 წლის მწვრთნელმა "ნაპოლისთან" წარმატებული მოლაპარაკებები გამართა.
მხარეები ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ.
ამჟამად ტუდორი ნეაპოლში იმყოფება და კონტრაქტის საბოლოო დეტალებს ათანხმებს.
შეგახსენებთ, რომ ტუდორი "ნაპოლის" სათავეში რუდი გარსიას შეცვლის, რომლის ხელმძღვანელობით გუნდს იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში საუკეთესო სტარტი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ ტუდორი "ნაპოლის" სათავეში რუდი გარსიას შეცვლის, რომლის ხელმძღვანელობით გუნდს იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში საუკეთესო სტარტი არ ჰქონია.
12 ტურის შემდეგ ნეაპოლელები სატურნირო ცხრილში 21 ქულით მეოთხე ადგილზე არიან.