ავტორიზაცია

ბენასერი: "ჩემპიონთა ლიგაზე უბრალოდ მონაწილეობისთვის არ ვართ, წელს ტურნირის მოგება გვინდა"

ბენასერი: "ჩემპიონთა ლიგაზე უბრალოდ მონაწილეობისთვის არ ვართ, წელს ტურნირის მოგება გვინდა"
თარიღი 15 ნოე 2023, 01:08
„მილანის“ ნახევარმცველმა ისმაელ ბენასერმა ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილი გამოთქვა.

„ჩემპიონთა ლიგაზე მოსაგებად თამაშობ და არა უბრალოდ მონაწილეობისთვის.

როცა ნახევარფინალს გაუგებ გემოს, გინდა უფრო მაღლა ახვიდე და უკეთ იასპარეზო. ამიტომ, ამ სეზონში მოგებას შევეცდებით.

როგორც ვთქვი, აქ უბრალოდ მონაწილეობისთვის, ჯგუფში ჩარჩენისთვის ან მეოთხედფინალში გასვლისთვის არ ვართ. არა, მოგება გვინდა.

როგორც ვნახეთ, ბევრ გუნდს ექნება წელს მოგების შანსი.“, - აღნიშნა ნახევარმცველმა, რომელსაც ტრავმის გამო ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია.

4 ტურის შემდეგ „მილანი“ F ჯგუფში მე-3 ადგილს იკავებს და ლიდერ „დორტმუნდს“ 2 ქულით ჩამორჩება.