ავტორიზაცია

ვალენსია: "კაისედო მსოფლიოს 5 საუკეთესო ნახევარმცველს შორისაა"

ვალენსია: "კაისედო მსოფლიოს 5 საუკეთესო ნახევარმცველს შორისაა"
თარიღი 15 ნოე 2023, 12:25
მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო ვალენსიამ ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველ მოისეს კაისედოს შესახებ ისაუბრა.

„მოისესი მსოფლიოს 5 საუკეთესო ნახევარმცველს შორისაა. მას არ ჰქონია წინასეზონი ჩელსისთან ერთად, მაგრამ მისი თამაში ამ სეზონში სულ უფრო და უფრო უმჯობესდება. 

ეროვნულ ნაკრებში კაისედო უმაღლეს დონეზე თამაშობს. იმედი მაქვს, ეს ბიჭი გააგრძელებს წინსვლას“, - თქვა ვალენსიამ.

ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 22 წლის ეკვადორელმა ათი მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი ყვითელი ბარათი მიიღო.