ავტორიზაცია

კიეზას ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

კიეზას ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
თარიღი 15 ნოე 2023, 12:53
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი ფედერიკო კიეზა ჯერ კიდევ შორს არის გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებისგან. 

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობს.

წყარო იტყობინება, რომ "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორს კრიშტიანო ჯუნტოლის კარგი ურთიერთობა აქვს კიეზას აგენტთან, მაგრამ ეს ფაქტორი მხარეებს ახალ კონტრაქტზე გარიგების წინსვლაში ვერ ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ კიეზას "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.