"რთული პერიოდის დაძლევაში ეს მეხმარება", - მიქაუტაძის კომენტარი
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე "აიაქსში" შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს.
"100%-ით მოტივირებული ვარ, როცა ნაკრებში ჩამოვდივარ, მოტივაცია ყოველთვის დიდია. მითუმეტეს, ფლეი-ოფის მატჩები მოდის.
აიაქსში ვარჯიშებზე ყველაფერს ვაკეთებ, დამატებით ვვარჯიშობ ხოლმე, ჩემი ოჯახიც ჩემთანაა და რთული პერიოდის დაძლევაში ეს მეხმარება.
დაახლოებით იგივე სიტუაცია მქონდა მეცში, თუმცა ყველფერი დავძლიე, ვფიქრობ, აიაქსშიც ასე იქნება", - განაცხადა მიქაუტაძემ.