ავტორიზაცია

მარსელო: "მოედანზე მესის პროვოცირებას ვერიდებოდი, იმიტომ რომ გაბრაზდებოდა და უფრო რთული გასაჩერებელი გახდებოდა"

მარსელო: "მოედანზე მესის პროვოცირებას ვერიდებოდი, იმიტომ რომ გაბრაზდებოდა და უფრო რთული გასაჩერებელი გახდებოდა"
თარიღი 15 Nov 2023, 19:49
მარსელომ აღიარა, რომ მოედანზე ლეო მესის პროვოცირებას ერიდებოდა.

„მესი თამაშების დროს არ ლაპარაკობდა, მეც ვცდილობდი ნაკლებად მესაუბრა, იმიტომ რომ ის ჩუმი იყო.

ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ყველაფერი უნდა დავტოვოთ ისე, როგორც არის, იმიტომ რომ თუ მისთვის წინაღობების შექმნას მოინდომებ, მაშინ მის პროვოცირებას მოახდენ და ის გაბრაზდება, რის გამოც მასთან გამკლავება უფრო რთული გახდება.“, - აღნიშნა „რეალის“ ექს-კაპიტანმა.