ავტორიზაცია

სკანდალს დასასრული არ უჩანს - ფლორენცი ეჭვმიტანილია უკანონო ფსონების განთავსებაში

სკანდალს დასასრული არ უჩანს - ფლორენცი ეჭვმიტანილია უკანონო ფსონების განთავსებაში
თარიღი 16 Nov 2023, 10:48
ცუდი ამბავი იტალიური "მილანის" გულშემატკივრებისთვის - კლუბმა შესაძლოა დაკარგოს ალესანდრო ფლორენცი, თუ აღმოჩნდება, რომ ფეხბურთელიც ფსონების სკანდალშია ჩართული. 

"როსონერის" ყოფილ მოთამაშეს სანდრო ტონალის უკვე ძვირად დაუჯდა ფსონების განთავსება - ახლა მას შესაძლოა ფლორენციც შეუერთდეს.

იტალიური გამოცემის pianetamilan.it-ის ცნობით, უახლოეს დღეებში ფლორენცის ჩვენების მიცემა მოუწევს. 

შეგახსენებთ, რომ ფლორენცი "მილანში" 2021 წლიდან თამაშობს.