სპალეტი გარსიას ნაპოლის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა
"ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი რუდი გარსიას გათავისუფლებას გამოეხმაურა.
„არ მგონია აზრი ჰქონდეს რუდის ნამუშევრების შეფასებას ჩემთან შედარებით. თითოეულ მწვრთნელს თავისი ისტორია აქვს, მისი საქმეებით უნდა ვიმსჯელოთ.
ვფიქრობ, რომ რუდიმ თავი კარგ სპეციალისტად წარმოაჩინა, მაგრამ დრო არ მისცეს“, - ციტირებს სპალეტის სიტყვებს ITASportPress-ი.
14 ნოემბერს "ნაპოლიმ" რუდი გარსიას გადადგომა და გუნდის ახალ მწვრთნელად მაცარის დანიშვნა გამოაცხადა.
"ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატის 2023/24 წლების სეზონში 21 ქულით მეოთხე ადგილზეა.