ავტორიზაცია

პსჟ-მ მბაპეს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

პსჟ-მ მბაპეს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 16 Nov 2023, 14:10
"პსჟ"-მ გადაწყვიტა არ შესთავაზოს ახალი გრძელვადიანი სამუშაო კონტრაქტი ფორვარდ კილიან მბაპეს, ამის შესახებ AS-ი იტყობინება.

ჟურნალისტების თქმით, პარიზულ გუნდში სურთ, რომ მბაპემ ისარგებლოს თანამშრომლობის 2025 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივების პუნქტით. თუ თავდამსხმელს არ სურს ამ ვარიანტის გააქტიურება, მაშინ იანვარში მას შეუძლია დაიწყოს მოლაპარაკებები სხვა კლუბში გადასვლაზე. 

მბაპეს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.