“შეცვლებს არა ტაქტიკის, არამედ სხვა რამის გამო ვაკეთებ ხოლმე” - სანიოლი მატჩის შემდეგ
შოტლანდიასთან ნათამაშები ფრედ 2:2-ის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
“ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა ფლეი-ოფისთვის მოსამზადებლად ნაყოფიერი გამოდგა. პირველი 60 წუთი ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ და ყველაფერი კარგად იყო.
შედეგი დამაკმაყოფილებელია, რადგან შოტლანდია ძლიერი გუნდია და თავიანთი შანსები კარგად გამოიყენეს.
სასიამოვნოა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ფორმა აღიდგინა და ისევ ნაკრების წამყვანი მოთამაშე გახდა. რაც შეეხება კვარაცხელიას, მას ვერ აუხსნი, როდის რა გააკეთოს, თავად ყველაფერი გამოსდის, მაგრამ მთავარი პრობლემა გუნდებში ჩვენი ფეხბურთელების უთამაშებლობაა. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ შეცვლებს ზოგჯერ არა ტაქტიკის, არამედ მათი გადაღლილობის გამო ვახორციელებ ხოლმე”, - განაცხადა სანიოლმა