ავტორიზაცია

ფლორენცის აკრძალული ფსონების გამო დისკვალიფიკაცია არ ემუქრება

ფლორენცის აკრძალული ფსონების გამო დისკვალიფიკაცია არ ემუქრება
თარიღი 17 Nov 2023, 12:00
"მილანის" ფლანგის მცველი ალესანდრო ფლორენცი სპორტზე განთავსებული ფსონების გამო დისკვალიფიკაციით არ დაისჯება, ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იუწყება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა ფსონის განთავსება აღიარა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი საფეხბურთო მატჩებს არ უკავშორდებოდა. 

"როსონერის" ფეხბურთელს მხოლოდ ჯარიმის გადახდა ემუქრება. 

2023/2024 წლების სეზონში ფლორენციმ "მილანის" რიგებში 13 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც გოლი არ გაუტანია.