ავტორიზაცია

არც მბაპე და არც ჰოლანდი - რეალის მთავარი მიზანი 2024 წლის ზაფხულისთვის

არც მბაპე და არც ჰოლანდი - რეალის მთავარი მიზანი 2024 წლის ზაფხულისთვის
თარიღი 17 ნოე 2023, 23:53
მადრიდის „რეალს“ მომდევნო ზაფხულისთვის საინტერესო გეგმები აქვს.

როგორც The Athletic-ის ჟურნალისტი მარიო კორტეგანა წერს, 2024 წლის ზაფხულში „რეალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე ალფონსო დევისის შეძენა იქნება.

კანადელ ფეხბურთელს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და თუ მხარეები გახანგრძლივებაზე იქამდე ვერ შეთანხმდნენ, 2024 წლის ზაფხული მიუნხენელებისთვის მისი გაყიდვის უკანასკნელი შანსი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში 2025-ში მას უფასოდ დაკარგავენ.

„რეალს“ მარცხენა მცველის პოზიციის გაძლიერება გადაწყვეტილი აქვს და დევისი კლუბის ფავორიტია.