ავტორიზაცია

მეჰდი ტარემი ინტერში გადასვლასთან ახლოსაა

მეჰდი ტარემი ინტერში გადასვლასთან ახლოსაა
თარიღი 18 ნოე 2023, 10:17
"პორტუს" თავდამსხმელი მეჰდი ტარემი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში შესაძლოა მილანის "ინტერში" გადავიდეს.

გასულ ზაფხულს ირანელი ფეხბურთელი ახლოს იყო "მილანში" მოხვედრასთან, მაგრამ გარიგება ჩაიშალა. 

ახლა 31 წლის ფორვარდს შეუძლია სხვა მილანურ კლუბში გადასვლა: ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს თქმით, "ინტერი" უფრო ახლოსაა ტარემის შეძენასთან. 

"ნერაძურის" ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს გარიგების შესაძლებლობას, რადგან იანვარში გუნდის შეტევის გაძლიერებას აპირებენ.