ავტორიზაცია

FourFourTwo-მ 1990-იანი წლების საუკეთესო მცველები დაასახელა

FourFourTwo-მ 1990-იანი წლების საუკეთესო მცველები დაასახელა
თარიღი 18 ნოე 2023, 11:12
პორტალ FourFourTwo-ს ჟურნალისტებმა მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნეს. ამჯერად ბრიტანელებმა 1990-იანი წლების საუკეთესო მცველები დაასახელეს. 

პირველი ადგილი იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდამ პაოლო მალდინიმ დაიკავა.

მეორე ადგილზე კიდევ ერთი ლეგენდალური იტალიელი ფრანკო ბარეზია. საუკეთესო სამეული საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარსელ დესაიმ დახურა.

FourFourTwo-ს რეიტინგში ასევე შემდეგი მოთამაშეები არიან: რონალდ კუმანი, რობერტო კარლოსი, კაფუ, ტონი ადამსი, ალესანდრო კოსტაკურტა, ლილიან ტურამი და იურგენ კოლერი.