VIDEO: 110-წლიანი რეკორდი გადაწერილია! 17 წლის ზაირ-ემერიმ საფრანგეთის ნაკრების სადებიუტო მატჩში გაიტანა
„პსჟ-ს" ახალგაზრდა ნახევარმცველი უორენ ზაირ-ემერი საფრანგეთის ნაკრებში პირველად გამოიძახეს და მან სადებიუტო მატჩშივე მოახერხა გოლის გატანა, „გიბრალტარის" კარში.
დღეს ფეხბურთელი 17 წლის და 255 დღის არის. ამაზე ახალგაზრდა მეგოლე საფრანგეთს შორეულ 1914 წელს ჰყავდა - მორის გასტიჟე, რომელმაც შვეიცარიას 17 წლის და 156 დღის ასაკში გაუტანა.