საფრანგეთის ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 14 გოლი გაიტანა
საფრანგეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში გიბრალტარის ნამრებს თოთხმეტი გოლი გაუტანა.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა პირველი გუნდი ევროპული ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ამდენი გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატისა თუ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში.
აქამდე რეკორდი იყო თორმეტი გოლი - ესპანეთის ნაკრებმა ამდენი მალტაში 1983 წლის დეკემბერში გაიტანა.
ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში საფრანგეთის ნაკრები საბერძნეთში ითამაშებს, მატჩი 21 ნოემბერს გაიმართება.