ავტორიზაცია

[პრევიუ] წლის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის, ყველა რევანშისთვისაა შემართული

[პრევიუ] წლის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის, ყველა რევანშისთვისაა შემართული
თარიღი 19 Nov 2023, 14:13
დღეს გაიმართება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.

ამ შეხვედრით საქართველოს ნაკრები 2023 წელს დაასრულებს და იმედია, წლის ბოლო მატჩი მარტის თამაშებისთვის იმედის მომცემი იქნება.

ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი მოტივირებულია და აქვთ რევანშის წყურვილი. მოგეხსენებათ, ამ ნაკრებების პირველი დაპირისპირება ესპანელთა გამარჯვებით 1:7 დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ლევან შენგელია გამოაკლდება, რომელმაც ხელის დაზიანება მიიღო.

"ლევან შენგელიას გარდა, ყველა მოთამაშე სრულ მზადყოფნაშია. შენგელიას ხელის ტრავმა აქვს. დანარჩენი ფეხბურთელები კი მზად არიან. კაკაბაძე რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, შოტლანდიასთანაც დაამტკიცა, მას დიდი ხანი ტრავმა ჰქონდა და კარგია, რომ ფორმაში შედის. ქოჩორაშვილი დაგვეხმარა იმ პოზიციის გამოსწორებაში, სადაც გვიჭირდა, ის კარგად გადაადგილდება როგორც უბურთოდ, ისე ბურთთან ერთად. 1:7 მარცხი ჩვენთვის მტკივნეული იყო, თუმცა ეს გაკვეთილი გამოვიდა. ჩვენი მიზანია, ესპანეთის ტოპ ნაკრებთან კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ", - განაცხადა სანიოლმა.

ესპანეთს მთავარი მწვრთნელი დე ლა ფუენტე კი ამბობს, რომ თუ მისი ნაკრები საქართველოს ისევ ისეთი ანგარისით დაამარცხებს, როგორითაც წინა მატჩში, ბედნიერი იქნება.

საინტერესო ფაქტები

ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ 25 მატჩი აქვს მოგებული

საქართველოს ნაკრებს ბოლო 10 გასვლითი მატჩიდან 6 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი აქვს

ესპანეთის ნაკრებს ერთი ქულაც სჭირდება იმისთვის, რომ ჯგუფში პირველი ადგილით გავიდეს

ამ ნაკრებებს ურთიერთეშხვედრებში უპირატესობა ესპანეთს აქვს - 5 მოგება და ერთი მარცხი

ესპანეთი - საქართველო

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

ადგილი: ესპანეთი, ვალიადოლიდი, 23:45

მთავარი მსაჯი: ოვიდუ ჰატეგანი (რუმინეთი)

სავარაუდო შემადგენლობა

მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ლოჩოშვილი, აზაროვი, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე