ავტორიზაცია

როგორი სტატისტიკით დაასრულა საქართველოს ნაკრებმა 2023 წელი?

როგორი სტატისტიკით დაასრულა საქართველოს ნაკრებმა 2023 წელი?
თარიღი 20 ნოე 2023, 08:45
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა.

ეს ჩვენი ნაკრებისთვის წლის ბოლო შეხვედრა იყო და მთლიანი კონცეტრაცია მარტის ერთა ლიგის მატჩებზე გადავიდა.

2023 წელს საქართველოს ნაკრებმა ჯამში 10 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის ამხანაგური მატჩებიც.

ამ 10 მატჩიდან 4 შეხვედრა მოვიგეთ, 4 წავაგეთ, 2 კი ფრედ დავასრულეთ. 26 გოლი გავიტანეთ და 19 გავუშვით.

თუმცა ამ 26 გატანილი ბურთიდან 14 ამხანაგურ მატჩებში, ტაილანტის და მონღლეთის წინააღმდეგ გავიტანეთ.