"საქართველოსთვის ძალიან მაგარი რამ უნდა გავაკეთოთ", - მამარდაშვილის კომენტარი
საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთთან წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ყველა ფეხბურთელს გვაქვს ვალდებულება, რომ კარგად მოვემზადოთ მარტის თამაშებისთვის, ამისთვის დრო 4 თვე გვაქვს.
მიზანი სწორედ ეს არის, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ და ძალიან მაგარი რამ გავაკეთოთ საქართველოსთვის.
მადლობას ვუხდი გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. მათგან თანადგომას ვგრძნობ, თუმცა არიან კრიტიკოსებიც. კრიტიკოსებს კი ვეტყვი, რომ რამდენჯერაც დავეცემი, იმდენჯერ ავდგები და გავაგრძელებ ბრძოლას საკუთარი მიზნებისთვის", - განაცხადა მამარდაშვილმა.