ის, რაზეც არავის უსაუბრია - რატომ აქვთ ნაკრებში ქართველ ფეხბურთელებს ფიზიკური მომზადების პრობლემა?
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა.
შოტლანდიასთანც და ესპანეთთანაც მეორე ტაიმი ჩავაგდეთ და გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ფიზიკური მომზადების პრობლემები აქვთ და მეორე ტაიმში თამაში უჭირთ.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჩვენი ნაკრების გამოცდილმა ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა.
"პირადად მე, ბოლო თვეებში 2 მძიმე ტრავმა მქონდა და პირდაპირ ვიტყვი, რომ ბოლომდე ფიზიკურად მზად არ ვარ. ნაკრებში ასეთები კიდევ არიან, თუმცა საბედნიეროდ, ბევრნი არა.
არავინ ახსენებს იმას და ეს ჩემი აზრია - ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობა, ვინც ახლა ნაკრებშია, თავიათ კლუბებში თამაშობენ სულ პირველ ნომრად და არიან ბურთით.
ფიზიკურად ორი სრულიად განსხვავებული მოთხოვნებია საჭირო ბურთთან და უბურთოდ თამაშისას და ვფიქრობ, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ბევრ რამეზე", - განაცხადა კვეკვესკირმა.