გამოტოვებს თუ არა კვარაცხელია ერთა ლიგის ნახევარფინალს ყვითლების გამო?

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა.
მატჩის მეორე ტაიმში, ჩვენი ნაკრებიდან ერთადერთი გოლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ მსაჯთან საუბრის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.
ეს ხვიჩასთვის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე ყვითელი ბარათი იყო და დიდი მითქმა-მოთქმაა იმაზე, რომ ამის გამო, კვარაცხელია მარტის ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.
თუმცა წესების თანახმად, ყველა ყვითელი ბარათი, რომელიც ფეხბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე მიიღო, უქმდება როგორც ფლეი-ოფში, ისე უშუალოდ ევროპის ჩემპიონატზე, ამიტომ კვარაცხელია ერთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს.