ავტორიზაცია

მადრიდის რეალმა შესაძლოა ჩელსის ყოფილი ფორვარდი შეიძინოს

მადრიდის რეალმა შესაძლოა ჩელსის ყოფილი ფორვარდი შეიძინოს
თარიღი 20 ნოე 2023, 16:37
ტრავმების ეპიდემიის გამო მადრიდის "რეალი" იძულებულია იფიქროს გუნდის გაძლიერებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში. 

მადრიდულმა კლუბმა შესაძლოა ძალიან მოულოდნელი ნაბიჯი გადადგას და ტიმო ვერნერი შეიძინოს. ესპანური გამოცემა Sport იუწყება, რომ "ბლანკოსი" განიხილავს ამ ვარიანტს.

ტიმო ვერნერი "ლაიფციგში" 2022 წლის "ჩელსიში" წარუმატებელი პერიოდის შემდეგ დაბრუნდა. 

2023/2024 წლების სეზონში ვერნერმა 13 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.