ავტორიზაცია

"ასეთი არაპროფესიონალიზმის გამო ფედერაცია უნდა გადადგეს", - კობიაშვილის 2015 წლის კომენტარი და გამეორებული შეცდომა

"ასეთი არაპროფესიონალიზმის გამო ფედერაცია უნდა გადადგეს", - კობიაშვილის 2015 წლის კომენტარი და გამეორებული შეცდომა
თარიღი 20 Nov 2023, 23:07
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის 2015 წლის კომენტარი იმდროინდელი ფედერაციის შეცდომაზე, რომელსაც ჯაბა კანკავას მიერ პოლონეთთან მატჩის გამოტოვება მოჰყვა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დაუდევრობის გამო სრულიად უსაფუძვლოდ გამოატოვებინა შესარჩევი მატჩები.

თუნდაც მხოლოდ ამის გამო არ აქვს ფედერაციის ხელმძღვანელობას არანაირი მორალური უფლება, დარჩეს ქართული ფეხბურთის სათავეში. 

ისინი ვალდებულნი არიან, გულშემატკივარს მოუხადონ ბოდიში და სასწრაფოდ დანიშნონ არჩევნები, რათა ცივილური ფორმით ჩამოშორდნენ იმ საქმეს, რომლის კეთების არც კომპეტენცია და არც პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ!" - წერდა კობიაშვილი ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ფედერაციის პრეზიდენტად აირჩევდნენ.

დღეს, სწორედ კობიაშვილის ფედერაციის დაუდევრობის გამო ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალურ შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც თბილისში 21 მარტს გაიმართება.