ავტორიზაცია

ბაიერნს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში 3 ტრანსფერის განხორციელება სურს

ბაიერნს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში 3 ტრანსფერის განხორციელება სურს
თარიღი 21 ნოე 2023, 13:09
მიუნხენის "ბაიერნი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში სამი მოთამაშის შეძენას გეგმავს. 

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, თომას ტუხელის გუნდს ზამთარში სამი პოზიციის გაძლიერება სურს.

წყაროს ცნობით, "ბაიერნი" ცენტრალური მცველის, მარჯვენა მცველის და საყრდენი ნახევარმცველის შეძენას აპირებს. 

კლუბი სავარაუდოდ შეეცდება ისეთი ფეხბურთელის მოძებნას, რომელიც როგორც ცენტრში, ასევე დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაში შეეძლება. ეს ტუხელის გუნდს საშუალებას მისცემს ტრანსფერების რაოდენობა ორამდე შეამციროს.