ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მეოთხე კალათაში იქნება
საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს.
გადამწყვეტი ეტაპი მარტში იქნება, საქართველოს ნაკრები 21 მარტს ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი 26 მარტს ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებული შეხვდება.
მონაწილე ნაკრებები ოთხ კალათაში საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით განაწილდნენ.
ასევე გაირკვა, რომ სამივე A, B და C ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე გასული ნაკრებები მეოთხე კალათში იქნებიან.