მანჩესტერ იუნაიტედმა ვარანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი კლუბის შეცვლას გეგმავს, ამის შესახებ The Sun იუწყება.
წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა ფრანგთან განშორებისთვის მზადაა, ოღონდ მხოლოდ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.
წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა ფრანგთან განშორებისთვის მზადაა, ოღონდ მხოლოდ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.
გუნდის სამწვრთნელო შტაბს სურს ვარანი ზაფხულამდე შეინარჩუნოს, რათა ტრავმების გამო გუნდთან შესაძლო პრობლემები აიცილოს. სეზონის დასრულების შემდეგ "მანკუნიელები" მზად იქნებიან ფრანგისთვის შეთავაზებების მოსასმენად.