ავტორიზაცია

ჯეიდონ სანჩოს საუდის არაბეთში კარიერის გაგრძელება არ სურს

ჯეიდონ სანჩოს საუდის არაბეთში კარიერის გაგრძელება არ სურს
თარიღი 22 ნოე 2023, 16:11
"მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბი ჯედონ სანჩო არ აპირებს კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებას. 

Daily Mirror-ის ინფორმაციით, ინგლისელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ამ ქვეყნიდან არსებულ ყველა შეთავაზებაზე უარს იტყვის.

წყაროს ცნობით, სანჩოს კარიერის ამ ეტაპზე დიდი ფული არ აინტერესებს. ფეხბურთელი ორიენტირებულია კარიერის მაღალ დონეზე გაგრძელებაზე.