ავტორიზაცია

"თუ ერთი სუპერმწვრთნელი გყავს, მეორეზე რატომ უნდა იფიქრო?", - მოურინიო რეალში შესაძლო დაბრუნებაზე

"თუ ერთი სუპერმწვრთნელი გყავს, მეორეზე რატომ უნდა იფიქრო?", - მოურინიო რეალში შესაძლო დაბრუნებაზე
თარიღი 23 ნოე 2023, 00:26
ჟოზე მოურინიო მადრიდის „რეალში“ დაბრუნებას არ აპირებს.

„თუ ერთი სუპერმწვრთნელი გყავს, სხვაზე რატომ უნდა იფიქრო?

მე დონ ფლორენტინოს ვიცნობ, ის სუპერჭკვიანი ადამიანია და პრესას რომც ჰკითხულობდეს, საკუთარი აზრი ძალიან მკვეთრად გააჩნია.

როგორც მადრიდისტა, როგორც თეთრი ნეკნების მქონე ადამიანი და ანჩელოტისტი, ვიმედოვნებ, რომ ეს სეზონი ფანტასტიკურად განვითარდება და კარლო ამ თანამდებობას მომავალ სეზონშიც დაიკავებს, იმიტომ რომ ის „რეალისთვის“ იდეალური მწვრთნელია.

ბრაზილიის ნაკრები? მგონი მხოლოდ შეშლილი დატოვებს „რეალს“, როცა კლუბს მისი დარჩენა უნდა - მე ერთადერთი ვარ, ვინც პრეზიდენტთან სამი ან მეტი წლის მუშაობის შემდეგ წავედი, როცა პრეზიდენტს ჩემი დარჩენა უნდოდა.

დარწმუნებული ვარ, პირველივე სიგნალის შემთხვევაში კარლო დარჩენას გადაწყვეტს, იმიტომ რომ ის „რეალს“ უხდება იდეალურად, „რეალი“ კი მას.“ - აღნიშნა პორტუგალიელმა, რომელიც კლუბში 2010-2013 წლებში მუშაობდა.