ავტორიზაცია

უმნიშვნელოვანესი დღე - დღეს გაირკვევა, ვინ უმასპინძლებს პლეი-ოფის ფინალს

უმნიშვნელოვანესი დღე - დღეს გაირკვევა, ვინ უმასპინძლებს პლეი-ოფის ფინალს
თარიღი 23 ნოე 2023, 00:40
უკვე დღეს, 23 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

თბილისის დროით 15:00 საათზე, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში გაიმართება წილისყრა, რომელზეც გაირკვევა, თუ ვინ უმასპინძლებს ევრო 2024-ს საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალს.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს ნახევარფინალური მატჩები გაიმართება, საქართველო ლუქსემბურგს დაუხვდება, საბერძნეთი კი საკუთარ კედლებში ყაზახეთს დაუპირისპირდება.

დღეს, 23 ნოემბერს, ცნობილი გახდება, რომელი წყვილი იქნება ფინალურ შეხვედრაში მასპინძელი და შესაბამისად, გვეცოდინება, გაიმართება თუ არა გადამწყვეტი მატჩი „დინამო არენაზე“, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ლუქსემბურგის ბარიერს დაძლევს და ფინალში გავა.