ავტორიზაცია

"დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა", - ვლადიმირ ვაისი

"დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა", - ვლადიმირ ვაისი
თარიღი 24 Nov 2023, 01:03
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფში ჩვენი ნაკრების შანსები შეაფასა.

"ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები ბრწყინვალედ თამაშობს და ისინი წელს ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ. მითუმეტეს, მასპინძლის სტატუსტი აქვთ.

ერთხელ ამ მიზნის მიღწევა ჩემი მწვრთნელობის დროს შეეძლოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ფინალში დავმარცხდით.

ამ მარცხით ფეხბურთელებმა გამოცდილება მიიღეს და ახლა უფრო მობილიზებულები იქნებიან. თუ საქართველო ამ წარმატებას მიაღწევს, მთელი ერი ბედნიერი იქნება", - განაცხადა ვაისმა.