"თქვენ თვლით, რომ იტალია ევრო 2024-ზე უსამართლოდ გავიდა?" - სპალეტი გაცხარდა
უკრაინასთან ნათამაშები ფრით, იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.
თუმცა საკამათო პენალტის ეპიზოდის გამო, ბევრი ამბობს, რომ იტალია გასვლას არ იმსახურებდა.
"თქვენ თვლით, რომ იტალიამ საგზური უსამართლოდ მოიპოვა? არ გეთანხმებით რადგან ჩვენ ეს დავიმსახურეთ.
უშუალო კონკურენტთან არ წავაგეთ, მთელი შესარჩევი ციკლი კი ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვიყავი", - განაცხადა სპალეტიმ.