მადრიდის რეალს ტრავმის გამო როდრიგო გამოაკლდა
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა როდრიგომ ბრაზილიის ნაკრებში ყოფნისას ტრავმა მიიღო.
AS-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი "სამეფო კლუბში" დაზიანებული მუხლით დაბრუნდა.
წყაროს ცნობით, ტრავმის გამო 22 წლის სამხრეთამერიკელი "ბლანკოსის"ძირითად გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

როდრიგო რეაბილიტაციის კურსს გაივლის. მადრიდის "რეალი" დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული არ არის.
ტრავმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც ფრხბურთელს დღეს ჩაუტარდება.
ტრავმის გამო თავდამსხმელის მონაწილეობა "კადისთან" და "ნაპოლისთან" მომავალ მატჩებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მიმდინარე სეზონში როდრიგომ მადრიდული გუნდის შემადგენლობაში 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა. შემტევმა ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.