როგორი შეფასება მიიღო საბა კვერკველიამ რონალდუს წინააღმდეგ?

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ერთმანეთს "ალ ნასრი" და "ალ ახდუდი" დაუპირისპირდნენ.

მატჩი მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო სტუმართა ქართველი მცველი საბა კვერკველია, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და 6.6 შეფასება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი გაიფორმა.
