ავტორიზაცია

მადრიდის რეალმა ხოსელუს ყიდვა გადაწყვიტა

მადრიდის რეალმა ხოსელუს ყიდვა გადაწყვიტა
თარიღი 25 ნოე 2023, 14:34
მადრიდის "რეალი" თავდამსხმელ ხოსელუს ყიდვას გეგმავს.

Relevo-დან განახლებული ინფორმაციის თანახმად, "რეალმა" საბოლოოდ გადაწყვიტა ფორვარდის ყიდვა 1,5 მილიონ ევროდ, როგორც ეს გათვალისწინებულია საიჯარო ხელშეკრულებაში შესაბამის ვარიანტში. 

ხოსელუმ კარლო ანჩელოტის გუნდის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში 16 მატჩში ითამაშა და ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.