მორიგი რეკორდი: ჰოლანდმა პრემიერ ლიგაში 50 გოლიან ნიშნულს 48 თამაშში მიაღწია

ამ წუთებზე ინგლისის პრემიერ ლიგის მე-13 ტურის მატჩი მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს მანჩესტერ "სიტი" და "ლივერპული" უპირისპირდებიან.
27-ე წუთზე "ქალაქელები" ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა ნათან აკეს პასის შემდეგ დააწინაურა.
ეს გოლი მისი 50-ე იყო ინგლისის ჩემპიონატში, ამ ნიშნულამდე მისვლა მან 48 მატჩში მოახერხა. ეს კი პრემიერ ლიგის ახალი რეკორდია, იტყობინება Squawka.

