მიკელ არტეტამ ვენგერის შედეგი გააუმჯობესა
შაბათის, "ბრენტფორდთან" მოგებული (1:0) მატჩი მიკელ არტეტასთვის მე-200 იყო "არსენალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
ამასთან დაკავშირებით Squawka-ს ჟურნალისტებმა საინტერესო სტატისტიკა მოგვაწოდეს იმ მწვრთნელთა სიის სახით, რომლებმაც 200 მატჩიან დისტანციაზე ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვეს "არსენალის" მთავარი მწვრთნელის რანგში.
პირველ ადგილზეა მიკელ არტეტა - მან "არსენალთან" ერთად 200 მატჩიდან 116 მოიგო. არსენ ვენგერი მეორე ადგილზეა - მან პირველ 200 შეხვედრაში 111 გამარჯვება მოიპოვა. საუკეთესო სამეულს ჯორჯ გრეჰემი 106 გამარჯვებით ხურავს.