ავტორიზაცია

რაულმა უარი თქვა გერმანიის ბუნდესლიგაში მუშაობაზე

რაულმა უარი თქვა გერმანიის ბუნდესლიგაში მუშაობაზე
თარიღი 26 Nov 2023, 16:16
"რეალ კასტილას" მთავარმა მწვრთნელმა რაულ გონსალესმა უარი თქვა ბერლინის "უნიონში" მუშაობის შესაძლებლობაზე. 

Marca-ს ინფორმაციით, ესპანელ სპეციალისტს მადრიდში დარჩენა იმიტომ სურს, რომ "სამეფო კლუბის" პირველ გუნდის ხემძღვანელობაზე ოცნებობს.

შეგახსენებთ, რომ ბერლინის "უნიონმა" ცოტა ხნის წინ მთავარი მწვრთნელი ურს ფიშერი გაათავისუფლა. 

დიდი ალბათობით, ბერლინური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი ხორვატი სპეციალისტი ნენად ბელიცა იქნება.