დუბლი 5 წუთში! როგორი შეფასება მიიღო ზივზივაძემ დღევანდელ მატჩში?

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-4 ტურში "კარლსრუე" საკუთარ მოედანზე "ნიურნბერგს" დაუპირისპირდა.
მატჩი მასპინძელთა დამაჯერელებელი გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე შეხვედრაში 81-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 2:1 იგებდა.
29 წლის ფორვარდმა 89-ე და 90+4 წუთებზე დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ზივზივაძემ Sofscore-სგან 9.0 შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.